15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
პირველი თამაში „კოლხეთმა“, შსს ხობის პოლიციის სამმართველოს გუნდთან გამართა, შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური მატჩი, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.