11 ნოემბერს ხობში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოება-დაწესებულებების პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას. შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დაცვის პოლიციის, პოლიციის სამმართველოს, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“, შპს „დასუფთავება და განათების“, საგანმანათლებო რესურსცენტრის, რაიონული საავადმყოფოს, შპს „შარაგზამშენის“, სახანძრო დაცვის, ლიბერთი ბანკის, კრისტალის, კონსტანტას, სამაშველო სამსახურისა და საფეხბურთო სკოლის გუნდები. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება და ჯგუფური სისტემით ტარდება. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებითა და თასით დაჯილდოვდება.