15 სექტემბერს, სტარტი აიღო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის იმართება.
შეჯიბრებაში 9 გუნდი მონაწილეობს.
ტურნირი ჯგუფური სისტემით ტარდება, თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი ნახევარფინალში გადის, გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.
დღეს, თამაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს და შსს ხობის რაიონული სამმართველოს გუნდებმა გახსნეს, სადაც გამარჯვება გამგეობა-საკრებულოს ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა. ფინალური შეხვედრა 21 სექტემბერს ახალი ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის თასს დაეუფლება.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა, დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაესწრო.