11-18 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების პირველობა მინი-ფეხბურთში. ტურნირში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შპს „შარა-გზამშენის“, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდები. დაძაბული ბრძოლის შედეგად მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფეხბურთელთა გუნდი, მე-2 ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებმა და დაღუპული გმირის დამ ეკა კიტიამ გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - გია არჩილია; მცველი - ანატოლი ჩიტაია; ბომბარდირი - ნიკა ვეკუა; უხუცესი ფეხბურთელი - ფრიდონ გოცირიძე; თავდამსხმელი - შოთა მიქავა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ზურაბ ლატარია, ისინი სამახსოვრო პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს დაღუპული გმირის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.