31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში აღევლინა პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
მემორიალურ სახლში პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო, გაიმათა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაიამ, მერის მოადგილე დავით ბერაიამ საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს, მწერალს, მთარგმნელს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს - ზვიად გამსახურდიას, დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.