4 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტის „გლობალური პარტნიორობა - ნახმარი წყლის მართვისათვის - შავი ზღვის დაბინძურების შემცირება ნარჩენი წყლებისა და საკვები ნივთიერებების მდგრადი მართვა საქართველოს სასოფლო თემებში“-ს ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის თემა იყო მდგრადი განვითარების, ნარჩენი წყლების, წყლის მართვისა და გარემოს დაცვისადმი მიმართულ ხალხზე ორიენტირებული მიდგომების განხილვა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა“ (RCDA) და „ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის“ (WECF) და ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.