➡️ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში რიონის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
➡️საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიების შექმნა.
➡️რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა სახეობის დაცვა და აღდგენაა.
➡️შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
➡️რიონის აღკვეთილი დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს.