12 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლებიც ცენტრის“ ორგანიზებით, ახალგაზრდულ ცენტრ თუთარჩელის სპორტულ დარბაზში დასრულდა სპორტის ოსტატის, ვეტერანი მოჭიდავის ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი მწვრთნელის რომან გულიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში.
ტურნირი მეოთხედ გაიმართა და მასში ორმოცამდე ნორჩმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა თერთმეტ სხვადასხვა წონით კატეგორიებში.
დაჯოლდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და რომან გულიაშვილის ოჯახის წევრები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს თასები, მედლები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.