ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში საჩუქრები 135 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სათნოების სახლის ბენეფიციარებს ასევე, „შავი ზღვის ტერმინალის“ სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ.