საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საღამოს კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი “anik" და ჯგუფი „ოჩოს ქოხი” წარდგნენ. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.