28 დეკემბერს პირველი მაისის საბავშვო ბაღში საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა რითაც შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.