28 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის თოჯინების თეატრის მსახიობებმა პატარებს სპექტაკლი „სამი მეგობარი” წარუდგინეს. პარალელურად, კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო თვითნასწავლი ხობელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.