29 დეკემბერს ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სოლის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. ზეიმზე წარმოდგენილ იყო სხვადასხვა საახალწლო სიმღერები, იუმორისტული ნომრები, ლექსები, ცეკვები საინტერესო და ორიგინალური შესრულებით. საახალწლო ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ქალაქ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და საკრებულოს წევრი ლაშა ცატავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას და სკოლებს სამახსოვროდ საჩუქრები გადასცეს.