17 იანვარს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებელთა წინაშე კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფების აღსაზრდელები, მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.