ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ ყოფილი ხობის საცურაო კომპლექსში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვები მოინახულეს და საკუთარი ხარჯებით ბავშვებს საახალწლო განწყობის ასამაღლებლად საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა დიდი სიხარული გამოხატეს მოულოდნელად გაკეთებულ საჩუქრებზე და მათ მადლობის ნიშნად ლექსები უსახსოვრეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.