26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა საახალწლო-საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.