25 დეკემბერს ხობის N2 და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაგა-ბაღებში გაიმართა საახალწლო ზეიმი. ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საინტერესო და ულამაზესი სანახაობა და განასახიერეს ზღაპრული საახალწლო სამყარო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.