29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქარიატის მაჟორიტარი დეპუტატი კახა მიქაბერიძე და გამგებლის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ბერაია საახალწლო ზეიმზე სტუმრობდნენ შუა ხორგისა და ქარიატის ბაგა-ბაღებს. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და როგორც, შუა ხორგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შემდგომი თანადგომა და მზრუნველობა აღუთქვა ბაღის აღსაზრდელებს და მშობლებს, ამასთან პირადად გადასცა საახალწლო საჩუქრები მათ.
საინტერესო საახალწლო სანახაობა წარმოადგინეს ქარიატის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდლებმაც, რომლებსაც ასევე გადაეცათ საახალწლო საჩუქრები. დასასრულს პედაგოგებმა და მშობლებმა საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივ ხელისუფლებას მზრუნველობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.