14 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, სოლო შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, დამსწრე საზოგადოების წინაშე, ქართული ხალხური ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
დასასრულს, კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ქეთინო კაკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქორეოგრაფებს მადლობა გადაუხადა ხელოვნების განვითარებისთვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.