4 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, შესრულდა ლექსები, სიმღერები, სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები.