19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიის, ნოჯიხევის, ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ ლევან ლიპარტიამ მიულოცეს.