ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღებში გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა. პატარები ოთხი წლის მანძილზე საბავშვო ბაგა-ბაღში მიღებული ცოდნით, სახალისო და თეატრალიზებული ნომრებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე.
ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაგა-ბაღებს სტუმრობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მათ სასკოლო მზაობისჯგუფის აღსაზრდელებსა და მშობლებს, სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.