სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დასრულდა. აღსაზრდელები სიმღერებით და ლექსებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია, საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია ესწრებოდნან.