ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილ ტკბილეულს ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 920 აღსაზრდელი მიიღებს. საჩუქრების გაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.