ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 650 აღსაზრდელმა მიიღო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ბავშვებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.