ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტის გაცემა დაიწყო. კვების პროდუქტების პაკეტებს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
პროდუქტები გრაფიკის მიხედვით გაიცემა, მოქალაქეთა შორის სოციალური დისტანციის სრული დაცვით.
პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა გაგრძელდება და აღსაზრდელები ახალ პაკეტს ორ კვირაში ისევ მიიღებენ.