ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილთან და საკრებულოს წევრთან, დავით ცინაძესთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 513 299 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.