ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 13 ნოემბერს 12:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა. დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.