15 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა ჩატარდა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპატრამენტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საქმიანობაზე, ქვესადგური „ხორგა 220“-ში 220კვ პორტალზე „პალიასტომი 2“-ის შეჭრა-გამოსვლისთვის N235-N245 საყდრებს შორის რეკონსტრუქციაზე ისაუბრეს.
პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.