ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის განცხადება ქალაქის ცენტრში არსებული დასვენების პარკისთვის ალექსანდრე წურწუმიას სახელის მინიჭების თაობაზე, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერიას.
8 მაისს მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საკითხის საჯარო განხილვა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა, როგორც საინიციატივო ჯგუფის ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.