ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული უსახელო ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით. საჯარო განხილვაში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით, განხილვის შემდეგ საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება შესაბამის სამთავრობო კომისიას.