ქალაქ ფოთში „დიოსკურია“- თემის განვითარების ჰაბის ოფისში, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „DCFTA-ს შესაძლებლობები და გამოწვევების“ ფარგლებში გამართეს საჯარო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის და რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა გელანტია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები.