ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ცემენტო ბეტონით მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის წარმომადგენელი საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ედიშერ ფოცხორაია ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 492 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს. აღნიშნულ სოფლებში გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.