26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის -„მოყვარულთა თასი 2018“-ის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ხეთის „ხეთამ“ შუა ხორგის „შევარდენი“, ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ახალი ხიბულის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე კახა ლატარია ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.