სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდმა „იმედი“ (მ.წ რევაზ ქაშიბაძე) 14 მარტს შეხვედრა გამართა ქალაქ სამტრედიაში, 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა სკოლის გუნდთან, შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ხოლო ამავე ტურნირის ფარგლებში 15 მარტს გუნდმა „იმედმა“ (მ.წ ლევან ნოდია) 2001 -2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის დაამარცხა ლესიჭინის საფეხბურთო გუნდი 5:0, რომელიც გაიმართა ლესიჭინის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მომავალ შეხვედრებშიც წარმატებებს უსურვებს მათ.