საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით 20-21 მაისს, ქალაქ ხობში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში საჯარო სკოლების ჭაბუკთა და გოგონათა გუნდებს შორის.
ტურნირი საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გოგონათა შორის გამარჯვება ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდა მოიპოვა, ხოლო ჭაბუკთა შორის ტურნირის გამარჯვებული ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.