ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის საფორტეპიანო კონცერტი „ბავშვი ჩვენი მომავალი“.
კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. შესრულებულმა ნომრებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია დაესწრო.