29 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ურიდიას ორგანიზებით და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტთან გიორგი გერგაისთან ერთად ქ. ხობში გავრცელდა საინფორმაციო საშუალებები ლიფლეტების სახით, გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. აღნიშნული საინფორმაციო საშუალებები მომზადდა საკრებულოს აპარატისმიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების განათლება-ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
საინფორმაციო პუბლიკაციები განთავსდება საკრებულოს ვებ-გვერდზე და ფეიზბუქ გვერდზე.