18 აპრილს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები - განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, რომელიც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში ფარგლებში.
საინფორმაციო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავას ჩართულობით გაიმართა.