3 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ ცენტრში, „ნატოს დღეები 2018-ის“ ფარგლებში გაიხსნა ნატოს კუთხე. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საზოგადოებრივ ცენტრს საინფორმაციო ბროშურები გადასცა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე საუბარი შედგა.
ნატოს კუთხის გახსნას და საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელოს რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
აღნიშნული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ინიციატივით განხორციელდა.