26 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.