6 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა მოეწყო, სადაც განხილულ იქნა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერისთვის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების თაობაზე.
დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მხარდაჭერილ იქნაინიციატივა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თ. ქაჯაიას სახელის მინიჭების შესახებ.
საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.