22 ივლისს, ქალაქ ფოთში სახალხო დღესასწაული „ფაზისობა 2017“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებები.
სახალხო დღესასწაულის პროგრამის მიხედვით ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ედიშერ ჯობავამ თამაში ”ქალაქის საგანძური” და სხვა სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.