ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს ედიშერ ჯობავას, მერს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოსა და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.