2 ივლისს, საკრებულოს აპარატის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი; „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ შემოსული აპლიკაციების განცხადებების განხილვის თაობაზე“.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე hr.gov.ge-ზე გამოცხადებულ კონკურსზე სულ შემოვიდა 2 კანდიდატისაპლიკაცია, აქედან კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა. შესაბამისად კონკურისის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატს გაეგზავნა შეტყობინება დაგეგმილი გასაუბრების თარიღის შესახებ.