4 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთაგან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები იყო, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხება.
კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისათვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისათვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 5 დეკემბრისა, რის შემდგომაც ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge).
ომისიის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბლანკების და ბეჭდების ფორმების ნიმუშები.