2015 წლის 20 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მეორე ეტაპის - ტესტირების საბოლოო შედეგები და მესამე ეტაპის - გასაუბრების გრაფიკი.
კონკურსის მეორე ეტაპის საბოლოო შედეგებით, გასაუბრებაზე დაშვებულია 177 კანდიდატი, რომელთა განაცხადები ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 372 შეადგენს.
კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 24 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. N189; მე-2 სართული; ოთახი N214).
დაინტერესებულ პირს კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლია იხილოს საკრებულოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/iii-etapi#.VL90jtKsU9k
კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების გრაფიკი განთავსებულია საკრებულოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე:
http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/iii-etapi#.VL90jtKsU9k