აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივ მოსახლეობას და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა გააცნეს და სოფლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას საკრებულოს წევრები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - ხუთი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო სამზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა.