2015 წლის 24 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამართლებრივი დასკვნების განხილვა.
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
2, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 12 თებერვლის 06/214 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 თებერვლის 06/238 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 თებერვლის 06/245 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 თებერვლის 06/248 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 თებერვლის 06/251 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 თებერვლის 06/259 წერილის განხილვა (ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მომზადებული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
12. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
13. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
14. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის 2015 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
15. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე.