2014 წლის 7 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალურ საკითხთა, საფინანსო-სარევიზიო კომისიების გაერთიანებული და სამანდატო-საპროცედურო კომისიის სხდომები ბიუროს დღის წესრიგში შესატანი საკითხების წინასწარი განხილვის მიზნით. სხდომაზე განხილული საკითხების გარშემო მნიშვნელოვანი შენიშვნები არ გამოთქმულა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხების წარმოდგენილი სახით ბიუროზე გასატანად.